|
2016-10-21 11:36:19, 2231 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირი უვიზო რეჟიმის „შეჩერების მექანიზმზე“ შეთანხმებას სავარაუდოდ, რამდენიმე კვირაში მიაღწევს
ევროკავშირის საბჭო ევროპარლამენტის წევრებს ვიზალიბერალიზაციის „შეჩერების მექანიზმთან“ დაკავშირებით შეთანხმების მიღწევისკენ უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში მოუწოდებს, - ამის შესახებ ევროკავშირის სამიტის პირველი დღის შედეგად მიღებულ დოკუმენტშია ნათქვამი. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, პირველ ეტაპად ევროსაბჭომ ვიზების მიმართ შეჩერების მექანიზმი უნდა აამოქმედოს. „კანონმდებლებისთვის შეთავაზებულია ვიზების მიმართ შეჩერების მექანიზმის გადახედვასთან დაკავშირებით შეთანხმების უახლოესი რამდენიმე კვირაში მიღწევა", - ნათქვამია განცხადებაში.. ამასთან, ევროკავშირის საბჭო გარე საზღვრების კონტროლის წესების გადახედვას ითხოვს და საბჭოს წევრებს მოუწოდებს, საზღვრების გადაკვეთის სისტემასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია 2016 წლის ბოლომდე ჩამოაყალიბონ. ევროკავშირის საბჭო ევროკომისიისგან ევროპაში მგზავრობის საინფორმაციო და ავტორიზაციის სისტემის (ETIAS) შექმნასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენას ელის, რაც ევროკავშირს მისცემს საშუალებას უვიზო რეჟიმით მოსარგებლე მოგზაურებისთვის უსაფრთხოების შემოწმებები გაამკაცროს. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, მათ საზღვრის გადაკვეთაზე უარი უთრხრას.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)