11:19 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-21 10:00:54, 1757 ნახვა

სამართალი
შსს-მ ყაჩაღობის ფაქტი აღკვეთა

შინაგან საქმეთა სამინისტროს  ქვემო ქართლის და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ო. ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „ეკოლის“ მოდელის პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მ.ო. აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოში ჩამოვიდა და რუსთავში, ერთ-ერთ სასტუმროში დაბინავდა.

ბრალდებულმა ბათუმში მდებარე სავალუტო ჯიხურზე თავდასხმა დაგეგმა, მაგრამ სამართალდამცველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, განზრახვა ვეღარ განახორციელა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ყაჩაღობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 18-179-ე მუხლით).

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
თბილისში, მოქალაქის დაყაჩაღებისთვის 5 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics