22:03 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-21 09:26:50, 733 ნახვა

საზოგადოება
ლევან სამუშია: შთაბეჭდილება დამრჩა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავზე ცისფერი კვამლი ამოვიდა

„შთაბეჭდილება დამრჩა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავზე ცისფერი კვამლი ამოვიდა“,-ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა ლევან სამუშიამ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ  ზაზა  თავაძის დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

სამუშიას თქმით, ის სკეპტიციზმით არის განწყობილი, მაგრამ მოხარული იქნება თუ საკონსტიტუციო სასამართლო ხელისუფლების გავლენებისგან გათავისუფლდება.

„შთაბეჭდილება დამრჩა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შენობის თავზე ცისფერი კვამლი ამოვიდა, რადგან ბატონი თავაძე იყო ერთ-ერთი მოსამართლე სხვა მოსამართლეებთან ერთად, რომლებმაც ე.წ. კაბელების საქმე ჩაშალა. საბოლოოდ, სასამართლო შედგა და გადაწყვეტილების გამოსატანად არიან გასულები. ბატონი თავაძე ამბობს, რომ იქნება ობიექტური“,-განაცხადა სამუშიამ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics