11:19 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-20 18:58:02, 1760 ნახვა

სამართალი
ზაზა თავაძე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 3 წლისა და 7 თვის განმავლობაში იქნება

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ზაზა თავაძე 3 წლისა და 7 თვის განმავლობაში იქნება.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს 5 წლის ვადით ირჩევენ, თუმცა თავაძეს უფლებამოსილება 2020 წლის ივნისის თვეში შეუწყდება, რადგან სწორედ ამ დროს სრულდება კანონით დადგენილი მოსამართლეობის 10-წლიანი ვადა.

კანონმდებლობის მიხედვით კი საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი 10 წლის ვადით ირჩევა.

თავაძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების გასვლამდე 3 წელი და 7 თვე აქვს დარჩენილი და სწორედ ამ დროით იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეც.

ცნობისთვის, სასამართლოს პლენუმის შემადგენლობამ, რომელიც ამ ეტაპზე 8 მოსამართლით არის დაკომპლექტებული, არჩევანი ზაზა თავაძის კანდიდატურაზე გააკეთა. "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტის ცნობით, თავაძემ 5 ხმა მიიღო, რაც  საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ასარჩევად საკმარისია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
თბილისში, მოქალაქის დაყაჩაღებისთვის 5 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics