11:19 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-20 17:40:38, 2253 ნახვა

სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ზაზა თავაძე აირჩიეს

საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის ვინაობა ცნობილია.

სასამართლოს პლენუმის შემადგენლობამ, რომელიც ამ ეტაპზე 8 მოსამართლით არის დაკომპლექტებული, არჩევანი ზაზა თავაძის კანდიდატურაზე გააკეთა.

"ექსპრესნიუსის" კორესპონდენტის ცნობით, თავაძემ 5 ხმა მიიღო, რაც  საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ასარჩევად საკმარისია.

ცნობისთვის, ზაზა თავაძე წლებია, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეა და ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი პაპაუაშილის პირველი მოადგილე იყო. თავაძე ახალი თავმჯდომარის დანიშვნამდე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით ირჩევა, თუმცა თავაძეს უფლებამოსილება 2020 წლის ივნისის თვეში შეუწყდება, რადგან სწორედ ამ დროს სრულდება კანონით დადგენილი მოსამართლეობის 10-წლიანი ვადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
თბილისში, მოქალაქის დაყაჩაღებისთვის 5 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics