22:59 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-19 16:00:05, 867 ნახვა

პოლიტიკა
პედაგოგებისთვის სემინარი „ნატო - არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ გაიხსნა

სსიპ „ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ  საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებითა და საქართველოში   ნატო-ს სამეკავშირეო  ოფისის  მხარდაჭერით,  საგნმანათლებლო-შემეცნებითი სემინარი: „ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“  გაიხსნა.

სემინარში, რომელიც ორი დღის განმავლობაში  გაგრძელდება, მონაწილეობენ მასწავლებლები  აჭარის რეგიონიდან თბილისელ კოლეგებთან  ერთად.

სემინარი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში  ინტეგრაციის საკითხებში  სახელმწიფო მინისტრის მოადგილე არჩილ ყარაულაშვილმა, ნატო-სა და ვეროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის  დირექტორმა ქეთევან ჩაჩავამ და  ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ გახსნეს.

„როგორც იცით, საზოგადოებაში ნატო-ს მიმართ მხარდაჭერა ძალიან მაღალია  და უმნიშვნელოვანესია, რომ ეს ემოციური მხარდაჭერა გამყარებული იყოს ინფორმაციით. სწორედ ეს არის მიზანი, როდესაც ჩვენ,  ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ამ შემთხვევაში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებთან ერთად, ვახორციელებთ პროექტს მასწავლებლებისათვის და უკვე 500-მდე ბენეფიციარი ჰყავს ამ პროექტს. მაქსიმალურად ვცდილობთ, მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია. მოგეხსენებათ რუსული პროპაგანდის პრობლემა საქართველოში და სწორედ ზუსტი ინფორმაცია არის ერთადერთი საშუალება, რითაც შეგვიძლია მას  დავუპირისპირდეთ“,-განაცხადა ქეთევან ჩაჩავამ

სემინარის მონაწილეები ორი დღის განმავლობაში შეხვდებიან სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს და მიიღებენ ინფორმაციას ნატო-ს მიზნებისა და ამოცანების, ნატო-საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე პროცესებისა და გლობალური უსაფრთხოების  მშენებლობაში საქართველოს როლის შესახებ.

საგნმანათლებლო-შემეცნებითი სემინარი „ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“    უკვე მესამე წელია ხორციელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics