|
2016-10-18 14:48:26, 1632 ნახვა
სამართალი
პრეზიდენტი თვლის, რომ უმნიშვნელოვანესია ტრანსგენდერზე თავდასხმის რეალური მიზეზი დადგინდეს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ტრანსგენდერ მოქალაქეზე თავდასხმის ფაქტს გმობს. როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართლ ბრიფინგზე განაცხადა, გიორგი მარგველაშვილი თვლის, რომ უმნიშვნელოვანესი თავდასხმის რეალური მიზეზი დადგინდეს. „პრეზიდენტი გმობს რამდენიმე დღის წინ მომხდარ შემზარავ ფაქტს: ძალადობას ტრანსგენდერ მოქალაქეზე. პრეზიდენტი მიესალმება რომ ამ თემაზე მიმდინარეობს გამოძიება და თვლის რომ უმნიშვნელოვანესია დადგინდეს თავდასხმის რეალური მიზეზი“, - განაცხადა ეკა მიშველაძემ. ცნობისთვის, ორთაჭალაში რამდენიმე დღის წინ 32 წლის მოქალაქეს ორმა პირმა მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და ფიზიკურად გაუსწორდა. დაზარალებულის მდგომარეობა მძიმეა. სამართალდამცველებმა თავდასხმაში ბრალდებული ერთი პირი დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით).
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მოლდოვასთან საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთის საჰაერო დარტყმების გამო შეჩერდა
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)