|
2016-10-18 12:11:23, 2311 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვი და დამასკო ალეპოში ჰუმანიტარული პაუზის გამოცხადებას გეგმავენ
მოსკოვი და დამასკო ალეპოში ჰუმანიტარული პაუზის გამოცხადებას გეგმავენ ქალაქიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გასაყვანად, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. როგორც რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსმა სერგეი რუდსკოიმ განაცხადა, საბრძოლო მოქმედებებში პაუზა 20 ოქტომბერს მოსკოვის დროით 08:00 საათიდან 16:00 საათამდე გამოცხადდება. ამ რვასაათიანი პერიოდის განმავლობაში რუსული ავიაცია და სირიის სამთავრობო ძალები ალეპოზე დატყმებს არ განახორციელებენ, მშვიდობიანი მოსახლეობა კი ქალაქის დატოვებას შეძლებს. სერგეი რუდსკოის განმარტებით, ადგილობრივები ამბოხებულების მიერ კონტროლირებადი ალეპოს აღმოსავლეთ ნაწილის დატოვებას ექვსი დერეფნით შეძლებენ. ამასთან, რუსული მხარის თქმით, ალეპოს მცხოვრებლებს დროებით თავშესაფრებში განათავსებენ, სადაც მათ სამედიცინო დახმარებით, საკვებითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფენ. რუსეთის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურნენ აშშ და გაერო. სახელმწიფო დეპარტამენტსა და გაერო-ში აღნიშნულ ზომას არასაკმარისად მიიჩნევენ. "ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ პაუზას საბრძოლო მოქმედებებში, თუმცა ქალაქში ჰუმანიტარული დახმარების ჩასატანად საჭიროა უფრო ხანგრძლივი პაუზა", - განაცხადა გაერო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა სტეფან დიუჟარიკმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)