|
2016-10-13 15:14:26, 2033 ნახვა
მსოფლიო
ევროპარლამენტი რუსეთისა და ISIS-ს პროპაგანდის წინააღმდეგ რეზოლუციის პროექტს განიხილავს
ევროპარლამენტი 21 ოქტომბერს პირველი მოსმენით რუსეთისა და "ისლამური სახელმწიფოს" პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ რეზოლუციის პროექტს განიხილავს. აღსანიშნავია, შესაბამისი დოკუმენტი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა 10 ოქტომბერს დაუჭირა მხარი. როგორც რეზოლუციის პროექტშია ნათქვამი, რუსეთი "აგრესიული გზით" იყენებს ინსტრუმენტთა ფართო სპექტრს, მათ შორის სპეციალურ ფონდებს, სხვადასხვაენოვან მაუწყებლებს, საინფორმაციო სააგენტოებს, საზოგადოებრივ და რელიგიურ ჯგუფებს, სოციალურ ქსელებს და ე.წ. "ინტერნეტ-ტროლებს". დოკუმენტის ავტორები მიიჩნევენ, რომ რუსეთის ხელისუფლება პროპაგანდას ევროპული ღირებულებების კითხვის ნიშნის ქვეშ დასაყენებლად და ევროპაში განხეთქილების პროვოცირებისთვის იყენებს. დოკუმენტის თანახმად, რუსეთი სწრაფად ააქტიურებს თავის საქმიანობას ევროპაში, რომლის მიზანია რუსული გავლენის გავრცელება და აღმოსავლეთევროპული ქვეყნების სუვერენიტეტის შელახვა. ევროპელი პოლიტიკოსები პროპაგანდისტების ჯგუფს "ისლამურ სახელმწიფოსაც" მიაკუთვნებენ. ამისათვის, რეზოლუციის პროექტის ავტორები საჭიროდ მიიჩნევენ საზოგადოების, განსაკუთრებით ახალაგზრდების, რადიკალიზაციისგან დაცვას, ასევე ტერორისტული დაჯგუფებისთვის დაფინანსების წყაროების გადაკეტვას.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)