19:27 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-13 14:33:51, 886 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: "ნაციონალური მოძრაობა" სერიოზული დაპირისპირების ზღვარზეა

„ნაციონალურ მოძრაობაში“ არის სერიოზული კრიზისი, ეს პოლიტიკური პარტია სერიოზული დაპირისპირების ზღვარზეა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძეს თქმით, მიხეილ სააკაშვილი ძალიან რთულ მდგომარეობაშია, ის არის ძალიან მძიმედ დამარცხებული პარტიის ლიდერი.

„მიხეილ სააკაშვილმა მოატყუა თავისი მხარდამჭერები, თავისი აქტივისტები. მიხეილ სააკაშვილი ატყუებდა მათ არჩევნების წინ, იცოდა ზუსტად, რომ დამარცხებისთვის იყო „ნაცმოძრაობა“ განწირული, მაგრამ არასწორმოლოდინებს უქმნიდა თავის აქტივს. დღეს ბუნებრივია, ცდილობს ამ სიტუაციიდან თავის დაძვრენას. ამის გამო აკეთებს ის სხვადასხვაგვარ განცხადებებს. ის არის არეული და მისი მდგომარეობა არის გასაგები. სააკაშვილს უწევს მოტყუებული აქტივისტებისთვის იმის ახსნა, თუ რატომ უქმნიდა არასწორ მოლოდინებს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მმართველი გუნდის აღმასრულებელმა მდივანმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ კიდევ არჩევნებში წაგებამდე იყო რთულ მდგომარეობაში.

"ეს პრინციპში არის ლოგიკური შედეგი იმ პროცესებისა, რომელიც ბოლო დროის განმავლობაში განვითარდა", - აღნიშნა კობახიძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics