05:06 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-12 14:57:04, 1085 ნახვა

სხვადასხვა
რომმა 2024 წლის ოლიმპიადის მასპინძლობაზე უარი ოფიციალურად განაცხადა

რომმა 2024 წლის ოლიმპიადის მასპინძლობაზე უარი ოფიციალურად განაცხადა, - ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, იტალიის ოლიმპიურმა კომიტეტმა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში შეტანილი განაცხადი უკვე გაიტანა.

ივნისში არჩეულმა რომის მერმა, ვირჯინია რაჯი ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აცხადებდა, რომ დედაქალაქში ოლიმპიადის ჩატარების იდეას მხარს არ დაუჭერდა. 21 სექტემებერს კი მან განაცხადა, რომ რომი აღნიშნულ გეგმაზე უარს აცხადებს. მალე მისი გადაწყვეტილება საქალაქო საბჭოში იქნა რატიფიცირებული.

იტალიის ოლიმპიურმა კომიტეტმა აღნიშნული გადაწყვეტილება გააკრიტიკა და პირობა დადო, რომ რომში ოლიმპიადის ჩატარების უფლების მოსაპოვებლად იბრძოლებდა. ვირჯინია რაჯიმ თავისი პოზიცია იმით ახსნა, რომ რომს მრავალმილიარდიანი ვალი აქვს და საკუთარ თავს ოლიმპიადისთვის საჭირო ხარჯების განხორციელების უფლებას ვერ მისცემს. მერის თქმით, თანხა, რომელიც თამაშების ორგანიზებისთვის არის აუცილებელი, უმჯობესია უფრო მნიშვნელოვან მიზნებს, კერძოდ კი ქალაქის დასუფთავებას და კორუფციასთან ბრძოლას მოხმარდეს.

ცნობისთის, 2024 წლის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქალაქი 2017 წლის 13 სექტემბერს ლიმაში გახდება ცნობილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics