|
2016-10-12 14:45:12, 1072 ნახვა
პოლიტიკა რეგიონი
ბათუმის 79-ე ოლქში, სადაც შედეგების ხელახალი გადათვლა მიმდინარეობს, ხმაური იყო
ბათუმის 79-ე ოლქში, სადაც 58-ე უბნის შედეგების ხელახალი გადათვლა მიმდინარეობს, ხმაური იყო. "ნაციონალური მოძრაობისა" და „სამართლიანი არჩევნების“ მოთხოვნით, გადათვლის შედეგად დისბალანსი უნდა დაზუსტდეს, რომელიც ამ უბნის შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირდა. უბნის თავმჯდომარის, რუსუდან რამიშვილის განცხადებით, გადათვლის პროცესში, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ხმების დათვლაში ხელს უშლიდნენ, რის შედეგადაც დოკუმენტში ცდომილებაა. მისი მტკიცებით, პარტიის დამკვირვებლები ავიწროებდნენ და სიტუაციას ხელოვნურად ძაბავდნენ. ამ განცხადებას ხმაური მოყვა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან, ისინი ამტკიცებენ, რომ უბანზე ხმები გაყალბებულია და უბნის თავმჯდომარის ბრალდებები სასაცილო. "სირცხვილია, რობოტებივით იქცევით", - განაცხადა კახა ჯაიანმა, რომელიც უბნის თავმჯდომარემ დაადანაშაულა ხელის შეშლასა და მუქარაში. მცირე არეულობის შემდეგ, უბნის გადათვლის პროცესი გაგრძელდა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)