|
2016-10-12 12:40:07, 1915 ნახვა
პოლიტიკა Lifestyle
ჯაფარიძე: არ მჯერა, რომ ივანიშვილი კრემლიდან ინსტრუქციებს იღებს
პოლიტიკური მოძრაობა "გირჩის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე თვლის, რომ "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებს, - ამის შესახებ პოლიტიკოსი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. მისივე თქმით, დღევანდელი პოლიტიკური რეალობა "ნაციონალური მოძრაობის" დამსახურებაა. ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ მიუხედავად ყველაფრისა,არჩევნების მეორე ტურზე წავა და საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხის წინააღმდეგ მისცემს ხმას. "მე არ მჯერა რომ არჩევნების მეორე ტური ტოვებს მნიშვნელოვან შანსს ოცნებამ არ მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. არც იმის მჯერა, რომ პარლამენტში შესვლის შემდეგ (რაც ცალსახად სწორი გადაწყვეტილებაა) რამდენიმე ’რამაზ ნიკოლეიშვილი’ პრინციპულობის მაგალითს გვაჩვენებს. მეტიც, მე მჯერა რომ სამწუხარო რეალობა, რომელშიც აღმოვჩნდით მნიშვნელოვანწილად სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" დამსახურებაა ენმ-მ არ შეცვალა არსებული საარჩევნო სისტემა რადგან სჭირდებოდა ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ენმ-მ არ შეამცირა ბიუროკრატია, რადგან სჭირდებოდა ’ადმინიატრაციული რესურსი’ ძალაუფლების შესანარჩუნებლად ენმ-მ, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ისევე როგორც მერე, გააკეთა ყველაფერი, რომ წარმოდგენილიყო როგორც ’ერთადერთი პროდასავლური ძალა’ პოლიტიკურ ველზე. ივანიშვილმა უბრალოდ გამოიყენა ყოველივე ეს და აქვს დიდი შანსი მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა მომავალ პარლამენტში. მე ასევე არ მჯერა რომ ოცნება/ივანიშვილი აპირებს საქართველო მოწყვიტოს ევროპას და წაიყვანოს ევრაზიის კავშირისკენ. არც იმის მჯერა რომ ივანიშვილი კრემლიდან იღებს ინსტრუქციებს, მაგრამ, საკონსტიტუციო უმრავლესობა არის საფრთხე ყველასთვის და ყველაფრისთვის, მათ შორის ოცნებისთვისაც, მიუხედავად იმისა მოგწონს ოცნება თუ არა. აქამდე არ გამიკეთებია არანაირი მოწოდება. გირჩის წევრები თუ მხარდამჭერები თავისუფალი ადამიანები არიან და თავად იღებენ გადაწყვეტილებებს. არც ამ ტექსტით ვაპირებ ვინმეს რამისკენ მოვუწოდო, მაგრამ მინდა ჩემი პოზიცია გავხადო საჯარო. მე ვაპირებ არჩევნების მეორე ტურში მისვლას და ხმის მიცემას საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხის წინააღმდეგ. მესმის რომ შანსები ძალიან, ძალიან პატარაა, მაგრამ ჩემთვის ეს პრინციპის საკითხია და ვალდებულებაა ჩემი შვილების წინაშე", - წერს ზურა ჯაფარიძე.
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)