16:47 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-10 20:43:06, 825 ნახვა

პოლიტიკა
შტაინმაიერი: საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი ახალგაზრდა დემოკრატიის სიმწიფე და გამართულობა

 გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი ქართველ ხალხს საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის წარმატებით ჩატარებას ულოცავს:

„საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი ახალგაზრდა დემოკრატიის სიმწიფე და გამართულობა.

საერთაშორისო დამკვირვებლების - მათ შორის ევროკავშირის, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისა (ეუთოს)დაევროპის საბჭოს დასკვნების თანახმად, არჩევნები კარგად ორგანიზებული იყო და სამართლიანობისა და გამჭვირვალობის ჩვენიევროპული სტანდარტების სრული დაცვით ჩატარდა. ასევე მეორე ტურში შენარჩუნებული უნდა იყოს მაღალი საერთაშორისოსტანდარტები.

 

ქართველმა ამომრჩეველმა ნათლად აჩვენა, რომ ისინი ევროპასთან დაახლოების მტკიცედ განსაზღვრულ პოლიტიკას და მასთანდაკავშირებულ რეფორმებს კვლავაც დიდი უმრავლესობით უჭერენ მხარს.

 

 

მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ მჭიდროდ და ნდობით გამსჭვალული ვითანამშრომლებთ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურისჩატარებისა და მთავრობის ფორმირებების შემდგომ ჩამოყალიბებულ საქართველოს ახალ მთავრობასთან“,-ნათქვამია მის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
თამარ ლორთქიფანიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics