05:06 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-16 19:34:17, 789 ნახვა

სამართალი
"თხევადი ჰეროინის ტრანზიტის" საქმეზე ერთ პირს უვადო პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სისხლის სამართლის საქმის განხილვა ე.წ. ,,თხევადი ჰეროინის ტრანზიტის’’ საქმეზე დაასრულა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ საქალაქო სასამართლოდან აცნობეს,  ბრალდებულების შეფიქ სემიზოღლუს, ევგენი გორგაძისა და ამჟამად ძებნაში მყოფი ჩოშქუნ ბაირამის მიმართ. სასამართლომ შეფიქ  სემიზოღლუ და  ევგენი გორგაძე უდანაშაულოდ სცნო და მათ მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა, ხოლო ჩოშქუნ ბაირამს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

„ჩოშქუნ ბაირამს, შეფიქ სემიზოღლუს და ევგენი გორგაძეს ბრალად ედებოდათ ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ხოლო ჩოშქუნ ბაირამსა და  შეფიქ სემიზოღლუს ასევე ბრალად ედებოდათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა.

საქმის არსებითად განხილვისას, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით  შეფიქ სემიზოღლუ და  ევგენი გორგაძე უდანაშაულოდ იქნენ ცნობილნი და გათავისუფლდნენ სასამართლო სხდომის დარბაზიდან, ხოლო  ჩოშქუნ ბაირამს დაუსწრებლად უვადო თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

სასამართლოს განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთაპალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიისმეშვეობით.  ხოლო განაჩენი ჩოშქუნ ბაირამის მიმართ, რომელიც გამოტანილ იქნა დაუსწრებლად, შეიძლება გასაჩივრდეს მისი დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თუ მსჯავრდებული მოითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე“, - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics