|
2016-10-08 11:29:58, 2857 ნახვა
მსოფლიო
ჰაიტიზე ქარიშხალ “მეტიუს” 800-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
ჰაიტიზე ქარიშხალ “მეტიუს” 800-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ BBC იუწყება. ხელისუფლება არ გამორცხავს, რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. მედია საშუალების ინფორმაციით, დროებით თავშესაფარში გადაყვანილია 61 ათასი ადამიანი. ისინი წყლისა და საკვების დეფიციტს განიციდიან. ჰაიტი რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა, რომელიც ამ დრომდე არ აღდგენილა 2010 წლის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ. ექვსი წლის წინ მომხდარი სტიქიის დროს უსახლკაროდ დარჩენილი ხალხის დიდი ნაწილი ამ დრომდე კარვებში ცხოვრობს. ცნობისთვის, ეს ბოლო 10 წლის განმავლობაში რეგიონში ყველაზე ძლიერი ქარიშხალია. ქარიშხალი "მეტიუ" ფლორიდის შტატს მიუახლოვდა, სადაც სანაპირო რაიონებიდან მილიონობით ადამიანია ევაკუირებული. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ფლორიდაში, ჯორჯიასა და სამხრეთ კაროლინაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)