06:52 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-07 16:35:59, 879 ნახვა

სამხედრო
თსუ-ს სტუდენტები სერჟანტთა მომზადების ცენტრში იმყოფებოდნენ

კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონფლიქტების ანალიზის და მართვის ფაკულტეტის სტუდენტები ეწვივნენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდებს მასპინძლობა სერჟანტთა მომზადების ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა რომან ქავთარაძემ გაუწია.

უწყების ინფორმაციით, სტუდენტებმა სერჟანტთა მომზადების ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასწავლო ქვედანაყოფის ისტორიისა და ფუნქციების, ასევე საერთაშორისო მისიებში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობის შესახებ ლექცია მოისმინეს.

სტუდენტებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ახალგაზრდები თავდაცვის სამინისტროსა და უნივერსიტეტს შორის სამომავლო თანამშრომლობით დაინტერესდნენ.

 სტუდენტების შეკითხვები ძირითადად საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებს და სამშვიდობო მისიაში ქართველი სამხედროების მონაწილეობას შეეხო.

დღესვე, სტუდენტები სასწავლო იარაღებს, ჯარისკაცის საველე აღჭურვილობას და ბუნებრივ პირობებში ცეცხლის დანთების სხვადასხვა ხერხებს გაეცნენ.

სკოლის ინსტრუქტორებმა ახალგაზრდებს PKM-ის ტიპის ტყვიამფრქვევიდან ფუჭი ვაზნები ასროლინეს. მოგვიანებით, სტუმრებმა სასადილოში გადაინაცვლეს და სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად „ჯარისკაცის ულუფა“ დააგემოვნეს.

სტუდენტების ვიზიტი გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე განხორციელდა.

მემორანდუმის ფარგლებში სერჟანტთა მომზადების ცენტრის სამხედრო მოსამსახურეები ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფლიქტოლოგიას, კონფლიქტის მართვასა და სოციალურ ფსიქოლოგიას ეცნობიან.

დოკუმენტის თანახმად, უნივერსიტეტის სტუდენტები სერჟანტთა მომზადების ცენტრში შეიარაღებული ძალების გამოცდილებას და შესაძლებლობებს ეცნობიან.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics