09:36 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-07 13:25:18, 1667 ნახვა

სამართალი
პროკურატურა: ქალი პოლიციელის იარაღიდან გასროლით დაიჭრა, თუმცა შემოსული შეტყობინებით, ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობას

საქართველოს მთავარი პროკურატურა ქუთაისში მომხდარ შემთხვევაზე, რა დროსაც გავრცელებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლი დაჭრა, კომენტარს აკეთებს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა განუცხადა, გუშინ საღამოს თავში მიღებული ცეცხლსასროლი დაზიანებით საავადმყოფოში  ერთი პირი იქნა მოთავსებული.

მისი თქმით, დაწყებულ გამოძიებას საფუძვლად დაედო შესული შეტყობინება უბედური შემთხვევის შესახებ, რომ ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობის მცდელობას.

„საბედნიეროდ დაჭრილი ქალბატონი ექიმების ჩარევის შედეგად გადარჩა და მისი მდგომარეობა სტაბილურია. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს  სსკ-ს 115-ე მუხლით“, - აღნიშა სუხიაშვილმა.

მისივე განმარტებით, ვინაიდან გასროლა განხორციელდა პოლიციელის იარაღიდან, საქმე გამოსაძიებლად დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას გადაეცა.  

„უახლოეს მომავალში  დაზარალებულის მონაწილეობით ჩატარდება ყველა გადაუდებელი და საჭირო საგამოძიებო მოქმედება. რის შესახებაც  დამატებით ეცნობება საზოგადოებას“, - განაცხადა პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics