|
2016-10-05 12:22:50, 1910 ნახვა
სამართალი კომენტარი
ევა გოცირიძის განცხადებით, გვარამიასა და ახვლედიანის საუბრის ჩანაწერში კორუფციის ნიშნები იკვეთება
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ევა გოცირიძის განცხადებით, მნიშვნელობა არ აქვს, ვისი ინიციატივით შედგა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავჯდომარის მამუკა ახვლედიანის შეხვედრა, რადგან ეს პროფესიული დისციპლინის დარღვევაა. როგორც გოცირიძემ აღნიშნა, გავრცელებულ ჩანაწერში კორუფციის ნიშნები იკვეთება. "არ აქვს მნიშვნელობა ვისი ინიციატივით მოხდა სასამართლოს თავმჯდომარესთან კომუნიკაცია. ამ ფაქტის დაშვება სამოსამართლეო დისციპლინის სერიოზული დარღვევა. იქ იყო ამაზრზენი და ყოვლად მიუღებელი ამბები, კერძოდ,შეთავაზება სამსახურიდან სკანდალური გადადგომის თაობაზე და სანაცვლოდ გარკვეული დახმარების დაპირება. ეს კორუფციას ჰგავს და უფრო მეტიც, ეს არის სასამართლოს ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში, რომელიც ყოვლად მიუღებელია", - განაცხადა გოცირიძე. ცნობისთვის, იუსტიციის საბჭოს საგანგებო სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის გავრცელებული აუდიო ჩანაწერი განიხილება.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)