03:30 - 20 Aug, 2026
|
2016-10-04 11:18:46, 2518 ნახვა
მსოფლიო
სირიაში ქურთების ქორწილში მომხდარ აფეთქებას 30-მდე ადამიანი ემსხვერპლა (ვიდეო)
სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ჰასაკაში თვითმკვლელმა ტერორისტმა ქურთების ქორწილში თავი აიფეთქა, რის შედეგადაც სულ მცირე 30-მდე ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ იფნორმაციას სააგენტო Sana ავრცელებს. უფლებადამცველების ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 90-მდე ადამიანმა მძიმე სახის დაზიანებები მიიღო. მათი მდგომარეობა კრიტიკულია. აფეთქება ქალაქ ჰასაკასა და ქამიშლის დამაკავშირებელ გზაზე მდებარე შენობაში მოხდა. დაჯგუფება “ისლამურ სახელმწიფოსთან” დაკავშირებულ სააგენტო Amaq-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფეთქება თვითმკვლელმა მებრძოლმა განახორციელა. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია. ცნობისთვის, ჰასაკას რეგიონის უმეტეს ნაწილს ქურთები აკონტროლებენ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)