|
2016-10-04 11:23:12, 874 ნახვა
რეგიონი
ყულევის პორტში ახალი ოკეანოგრაფიულ-მეტეოროლოგიური ტივტივა განთავსდა
საქართველოს საზღვაო სივრცეში უსაფრთხო ნაოსნობის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური" თანამედროვე სანავიგაციო ტექნოლოგიების იმპლემენტაციას ახორციელებს, რომლის ფარგლებში ყულევის ნავთობ-ტერმინალის პორტის აკვატორიაში მრავალ ფუნქციური ოკეანოგრაფიულ მეტეოროლოგიური ტივტივა განთავსდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მრავალ ფუნქციური მეტეოროლოგიური ტივტივა თანამედროვე სანავიგაციო ტექნიკის მწარმოებელი ცნობილი ესპანური კომპანიის MSM S.L.L. მიერ არის დამზადებული. ტივტივა ზუსტი მონაცემებით ახდენს წყალქვეშა დინებების ტემპერატურის, სიჩქარისა და მიმართულებების ასახვას, ასევე მაღალი სიზუსტით გადმოგვცემს ინფორმაციას ზღვის რყევის ცვალებადობის შესახებ. ყულევის პორტის აკვატორიაში განთავსებული ახალი მეტეოროლოგიური აპარატურა აღმოფხვრის საზღვაო ინცინდენტებისა და საფრთხის რისკებს, რომელიც ყულევის პორტში ნავთობ-ტანკერების ბუქსირით გადაადგილების დროს წყალქვეშა დინებების მახასიათებლების შესახებ ზუსტი მონაცემების არ არსებობის გამო იქმნებოდა.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)