|
2016-10-04 11:06:41, 2309 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში 13 ათასამდე სამართალდამცველს უფლებამოსილება შეუჩერდა
თურქეთში 13 ათასამდე სამართალდამცველს უფლებამოსილება შეუჩერდა, - ამის შესახებ თურქული მედია იუწყება. ადგილობრივი მედიის ცნობით, აღნიშნული სამართალდამცველები მცხოვრებ მუსლიმ მქადაგებელთან ფეთჰულა გიულენთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები. თურქეთის პოლიციის სამმართველოს განცხადებით, სამართალდამცველების წინააღმდეგ სანქციები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებული ახალი გამოძიების ფარგლებში ამოქმედდა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უფლებამოსილებაშეჩერებულ სამართალდამცველებს შორის 2 523 ხელმძღვანელ თანამდებობას იკავებდა. სულ თურქეთის პოლიციის შემადგენლობაში 250 ათასი ადამიანია. ცნობისთვის, თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს ან უფლებამოსილება შეუჩერეს 100 ათასამდე სამხედროს, პოლიციელს, მასწავლებელს და საჯარო მოხელეს. არშემდგარი ამბოხის შემდეგ წინასწარი პატიმრობა 32 ათასს ადამიანს მიუსაჯეს. გამოძიება 70 ათასი პირის წინააღმდეგ მიმდინარეობს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)