23:15 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-30 17:36:46, 787 ნახვა

პოლიტიკა
კვაჭანტირაძე: 15 წლის მოზარდის გარდაცვალებით პოლიტიკურად სპეკულირება არ შეიძლება

ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, გარდაიცვალა 15 წლის მოზარდი, თუმცა ამით სპეკულირება, რომ ეს არის ხელისუფლების ბრალი, არ შეიძლება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ აქციაზე მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განუცხადა.

„ოპოზიციის საქმე არის, ყველაფერი დააბრალოს ხელისუფლებას. თუ მსგავსი რამ სხვა სახის ღონისძიებაზე მოხდება, ამასაც ხელისუფლებას დააბრალებენ. ამ ფაქტს სხვანაირად უნდა მოვეპყროთ, როგორც ადამიანურ ტრაგედიას ისე. ამის პოლიტიზირების და პოლიტიკოსების გამონათქვამების კომენტირება ზედმეტად მიმაჩნია. არამგონია ეს ვინმეს სიამოვნებდეს, მითუმეტეს ბიჭის ჭირისუფალს“, - განაცხადა კვაჭანტირაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე გაიზარდა თუ არა კრიმინალი ბოლო დროის განმალობაში და ეკისრება თუ არა ეს ხელისუფლებას, კვაჭანტირაძემ აღნიშნა, რომ ეს არის ტყუილი.

„თქვენ იწყებთ ნარატივით, დაწერილი ტექსტებით, რომ ქვეყანაში არის გაზრდილი კრიმინალი. ეს არის თქვენი მოგონილი თავიდან ბოლომდე. არც ერთი შეფასება, არც ერთი საერთაშორისო რეიტინგი ამას არ ადასტურებს. რა თქმა უნდა კრიმინალის გაზრდაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება და აუცილებლად დაეკისრება წინა ხელისუფლებასაც რომლის მეხოტბეებიც იყავით“, - მიმართა პარლამენტარმა „ტაბულას“ ჟურნალისტს.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ აქციაზე 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics