|
2016-09-30 13:39:33, 1289 ნახვა
კომენტარი
ვახტანგ ყოლბაია: დღეს ყოველი ჩვენგანი ფიქრობს, მათ შორის აფხაზებიც, რომ ერთწლიანი ომი ტრაგიკული შეცდომა იყო
,,ჩვენ ერთად უნდა ვაშენოთ ის საქართველო, სადაც აფხაზებს ქართველებთან ერთად ექნებათ ღირსეული ადგილი და შესაძლებლობა, იღვაწონ საკუთარი მომავლისთვის“, - ამის შესახებ აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ განაცხადა. მისი თქმით, აფხაზებმა კარგად იციან, რომ ქართველების გარეშე აფხაზეთი ფრთამოტეხილია. „რაც მეტი დრო გადის 1993 წლის სექტემბრიდან, მით უფრო მძაფრდება ტკივილი. ჩვენ ყველას გვაწუხებს საკუთარ კუთხეში დაბრუნების მოლოდინი, რომელიც მტკივნეულიცაა და დამქანცველიც. დღევანდელ დღეს ყოველი ჩვენგანი ფიქრობს, მათ შორის, აფხაზებიც, რომ ერთწლიანი ომი ტრაგიკული შეცდომა იყო. პოლიტიკა, რომელსაც დღეს ჩვენ საქართველოში ვატარებთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მიმართულია ურთიერთპატივისცემის, ნდობის აღდგენისა და შერიგებისაკენ. აფხაზებმაც კარგად იციან, რომ ქართველების გარეშე აფხაზეთი ფრთამოტეხილია. შეუძლებელია ჩვენი გზები კვლავ არ შეერთდეს, ჩვენი ერების სასიკეთოდ. ანაკლიის, განმუხურის განვითარება ჩვენი ხელისუფლების გზავნილია, რომ განვითარება და ეკონომიკური სიკეთე აფხაზეთსაც უნდა შეეხოს. ჩვენ ერთად უნდა ვაშენოთ ის საქართველო, სადაც აფხაზებს ქართველებთან ერთად ექნებათ ღირსეული ადგილი და შესაძლებლობა, იღვაწონ საკუთარი მომავლისთვის“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)