|
2016-09-29 17:24:49, 1421 ნახვა
ეკონომიკა
მარტყოფში რაგბის გადამზადების ცენტრი გაიხსნა
“ფონდი ქართუს რაგბის პროგრამის” ფარგლებში, მარტყოფში რაგბის გადამზადების ცენტრი გაიხსნა–ქვეყნის მასშტაბით რაგბის მეთექვსმეტე ობიექტის გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა მორაგბეებს ახალი ცენტრის გახსნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ახალგაზრდები თავიანთ ენერგიას სწორად წარმართავენ და უფრო აქტიურად დაკავდებიან სპორტითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით. პრემიერმა განხორციელებული პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა ფონდ „ქართუს“, რომელმაც რაგბის სპორტული ობიექტების მშენებლობისთვის უკვე დახარჯა 100 მილიონი ლარი. „დღეს ქვეყნის მასშტაბით უკვე არის რაგბის 16 ობიექტი გახსნილი, მათ შორის: თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ბათუმში, ფოთში, გორსა და ასპინძაში. ფონდმა „ქართუმ“ 100 მილიონამდე ლარი დახარჯა ამ ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის შექმნისათვის, რომლის გარეშეც ნებისმიერ წარმატებაზე საუბარი იქნებოდა არარეალისტური. საქართველოში რაგბის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის რაგბის საერთაშორისო საბჭომ (IღB) ბატონი ბიძინა ივანიშვილი დააჯილდოვა სპეციალური ჯილდოთი და შთამბეჭდავია, რომ ამ განსაკუთრებულმა ძალისხმევამ დღეს უკვე კონკრეტული შედეგები გამოიღო. ჩვენ ხშირად გვსმენია, რომ რაგბი არის ვაჟკაცების თამაში და ეს მართლაც ასეა. რაგბი არის გუნდურობის, ერთმანეთის გვერდში დგომის, ერთმანეთის გატანის ყველაზე კარგი ნიმუში და მაგალითი. ჩვენთვის ქართველებისთვის ეს არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს კიდევ ერთხელ შეგავხსენებს-თუ ვიქნებით ერთად, თუ ერთ მუშტად შევიკვრებით, მაშინ ნებისმიერი შედეგი და გამარჯვება არის მიღწევადი,"–განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. პრემიერ–მინისტრის განმარტებით, რაგბის განვითარების პროგრამა გრძელდება და სტადიონები და რაგბის ბაზები სხვა ქალაქებშიც აშენდება. მისი თქმით, უფროსი თაობის სახელოვანი მორაგბეებისა და ახალ თაობის ერთიანობა, სახელმწიფოს ზრუნვა და ქველმოქმედების ძალა იძლევა წარმატების წინაპირობას. “ფონდი ქართუს რაგბის პროგრამა” მიზნად ისახავს საქართველოს ახალგაზრდობაში სპორტის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. პროგრამა გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში რაგბის თანამედროვე სპორტული კომპლექსების აშენებას, აღჭურვასა და შემდგომ მხარდაჭერას, რათა მოზარდებს ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე ჰქონდეთ შესაძლებლობა ივარჯიშონ და აიმაღლონ კვალიფიკაცია. მარტყოფის რაგბის გადამზადების ცენტრი წარმოადგენს თანამედროვე ტექნოლოგიებით აგებულ კომპლექსს, რომელშიც გაერთიანებულია: ბუნებრივ და ხელოვნურსაფარიანი მოედნები განათებით და სარწყავი სისტემით, 724 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, საშხაპეები, სატრენაჟორო, საკონფერენციო დარბაზი; ასევე 64 ადგილიანი სასტუმრო, სრული ინფრასტრუქტურით და ჰელიოსისტემით. “ფონდი ქართუს რაგბის პროგრამა” მოიცავს 16 სარაგბო კომპლექსს, რომელთაგან უმრავლესობა უკვე დასრულებული და ექსპლუატაციაშია შესული. ამ ეტაპზე პროგრამაზე დახარჯულია 100 მლნ ლარი, რაც გულისხმობს, როგორც სარაგბო ინფრასტრუქტურის შექმნას, ისე საქართველოს ნაკრების კომპლექსურ დაფინანსებას.
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)