22:00 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-29 13:17:09, 633 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილი: "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ჩვენი თანამოქალაქეები არიან და ვალი გვაქვს, მათზეც ვიზრუნოთ

"ნაციონალური მოძრაობა" საზოგადოების ნაწილია და ნუ გექნებათ განცდა, რომ ისინი უნდა ჩავქოლოთ", - ამის შესახებ საქართველოს ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" კანონის უზენაესობა აღიაროს.

"არ იფიქროთ, რომ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ ჩვენს თანამოქალაქეებზე. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ჩვენი თანამოქალაქეები არიან და ჩვენ ვალი გვაქვს, მათზეც ვიზრუნოთ. უამრავი მეთოდი არსებობს, რომ კაცის მკვლელებსაც ცდილობენ, გამოიყვანონ და საზოგადოების წევრებად გახადონ.  "ნაციონალური მოძრაობა" საზოგადოების ნაწილია და ნუ გექნებათ განცდა, რომ ისინი უნდა ჩავქოლოთ, ან რაღაც უბედურება დავმართოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათ კანონის უზენაესობა აღიარონ, რომ სახელმწიფოებრიობა აღიარონ და დაემორჩილონ ამას. ეს მოხდება არჩევნების მერე", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics