20:51 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-28 15:51:38, 687 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ წევრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

 პარტიის აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დიპლომატებთან ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.

“მათ ვსაუბრეთ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მათ შორის მივაწოდეთ ინფორმაცია იმ გეგმებთან დაკავშირებით, რომლებზეც ჩვენ ვსაუბრობთ. საუბარია დესტაბილიზაციის გეგმაზე, რომელიც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“. გვქონდა ძალიან კონსტრუქციული საუბარი. ძალიან მნიშვნელოვანია, დიპლომატიური კორპუსის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა, რათა თავიდან ავირიდოთ ყოველგვარი ექსცესი, ყოველგვარი დესტაბილიზაცია და ჩვენ ეს არჩევნები ჩავატაროთ მაქსიმალურად მშვიდ და სამართლიან გარემოში”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics