|
2016-09-27 13:41:45, 588 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა მინისტრის მოადგილეებმა ჟიული შარტავას საფლავი გვირგვინით შეამკეს
დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეებმა გრიგოლ გიორგაძემ და გოგი ფაცაციამ საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას საფლავი გვირგვინით შეამკეს. „ჩვენთვის ყველასთვის ძალიან მძიმეა დღევანდელი დღე. წლების გასვლა ვერ შეამსუბუქებს იმ ტკივილს, რაც ჩვენ ყველას ამ ომმა მოგვაყენა. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რა დიდი საშინელება, ნგრევა, ადამიანების დაკარგვა მოაქვს ომს და მომავალში უნდა ვიზრუნოთ, რომ მშვიდობიანი გზით შევძლოთ თანაცხოვრება ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად. საჭიროა უფრო მეტი ურთიერთობა, უფრო მეტი ადამიანური კონტაქტები, იმისათვის რომ ძალიან მალე დადგეს ის დღე, როდესაც ჩვენ ყველანი ვიტყვით, რომ მზად ვართ თანაცხოვრებისთვის“, - განაცხდა გრიგოლ გიორგაძემ. მინისტრის მოადგილეები გმირთა მოედანზეც იმყოფებოდნენ, სადაც საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)