|
2016-09-27 13:21:38, 1193 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სუბარი: სააკაშვილი გვირაბებს კი არა, თავის მოძრაობას უთხრის საფლავს
„მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ არის ერთი დიდი კრიმინალური ბანდა, კრიმინალური ლიდერით სათავეში“,-ასე გამოეხმაურა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ინტერნეტით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერს, რომლის თანახმადაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რევოლუციურ სცენარს განიხილავენ. სუბარის განცხადებით, სააკაშვილის გარდა, მისი „ბანდის“ ყველა წევრმა იცის, რომ არეულობის მოწყობის შანსი არ აქვთ. „რაც მთავარია გამოჩნდა, რომ ისინი აბსულუტურად დარწმუნებულნი არიან, რომ არჩევნებს აგებენ ძალიან მაგრად. ამიტომ მათი ერთადერთი შანსი არის არეულობის მოწყობა. ოღონდ სააკაშვილის გარდა მისი ბანდის ყველა წევრმა იცის, რომ არეულობის მოწყობის არანაირი შანსი არა აქვთ, უბრალოდ ისინი ვერ ეწინააღმდეგებიან თავიანთ ლიდერს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს. ძალიან კარგად უწოდა სააკიშვილის მეუღლემ, როცა იგი შეადარა თხუნელას, რომელიც გვირაბებს თხრის. ოღონდ იგი გვირაბებს კი არა, ეს ადამიანი თავის მოძრაობას უთხრის საფლავს”,-აღნიშნა სუბარმა. ცნობისთვის, სოციალურ ქსელ Youtube-ში მორიგი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა. ჩანაწერში სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების სატელეფონო საუბარია ასახული, რომლებიც რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ. ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)