|
2016-09-26 21:24:51, 2360 ნახვა
მსოფლიო
LIBE-ს კომიტეტმა უკრაინის ვიზალიბერალიზაციას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტის მართლმსაჯულების, შინაგან საქმეთა და სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტმა (LIBE) უკრაინის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხს მხარი დაუჭირა. უკრაინის ვიზალიბერალიზაციას კომიტეტის 38-მა წევრმა მისცა ხმა, წინააღმდეგი კი ხუთი იყო. კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის უკრაინისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყებას. ცნობისთვის, ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა (LIBE) საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას მხარი 5 სექტემბერს დაუჭირა. საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას კომიტეტის 44 წევრმა მისცა ხმა, წინააღმდეგი ხუთი იყო. არსებული პროცედურის თანახმად, კომიტეტში კენჭისყრის შემდეგ, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხი, გაეკვეული დისკუსიების გავლით, ევროპარლამენტში პლენარულ სხდომაზე გადაინაცვლებს. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ევროკავშირის რეგულაციაში #539/2001 შეტანილ იქნება ცვლილება და საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ქვეყნებში (+ შენგენის 4 კანდიდატი ქვეყანა: რუმინეთი, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი) უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)