|
2016-09-26 16:21:21, 1267 ნახვა
კომენტარი
სანდრა რულოვსი: მიშას ოდესიდან სოლოლაკამდე გვირაბის გათხრა რომ დასჭირდეს, ის ჩვენთან ერთად იქნება
ვცდილობ, პოლიტიკოსობა ვისწავლო, მაგრამ ჯერ ძალიან შორს ვარ მიშას ნიჭისაგან და ხედვისაგან, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ზუგდიდში გამართულ აქციაზე განაცხადა. რულოვსის თქმით, სააკაშვილს რომ დასჭირდეს, ოდესიდან სოლოლაკამდე გვირაბს გათხრის და პარტიას გვერდში დაუდგება. „მიშა იძახის, რომ სანდრა ეს მე ვარ. ვცდილობ, პოლიტიკოსობა ვისწავლო, მაგრამ ჯერ ძალიან შორს ვარ მისი ნიჭისაგან და მისი ხედვისაგან, რადგანაც მან იცის წინასწარ, რა უნდა მოხდეს და როგორ უნდა მოხდეს, ყოვლეთვის მართლდება. მან იცის, რომ ჩვენთან ერთად იქნება, რომ გამარჯვება იზეიმოს. რომც დასჭირდეს, ოდესიდან სოლოლაკამდე გვირაბის გათხრა, ის გააკეთებს და ჩვენთან ერთად იქნება“, - განაცხადა სანდრა რულოვსმა. როგორც სანდრა რულოვსმა აღნიშნა არჩევნებამდე 12 დღე დარჩა და „ნაციონალურ მოძრაობის“ მხარდაჭერა ძალიან დიდია. „გამგებელი არის თოლორაია. მითხრეს, რომ შენ დანახვაზე გაწითლდებაო. მართლა, არ მინახავს ჯერ ეს კაცი, არც დებატებში, არც ზუგდიდობაზე, არც ქუჩაში, არასდროს არ მოვიდა და იმედი მაქვს, რომ მოვა. მეუბნებიან, გამოგიგზავნის "ბეტეერ" ქალებს, მოვლენ, თმებით და გითრევენო. ველოდები ამ ქალებს. ზუსტად დღეს გავისწორე თმა, რომ უფრო ადვილი იყოს, მაგრამ აღარავინ აღარ მოდის პროვოკაციებზე. თავიდან ჯიხაშკარში ვითომ კაცები მოვიდნენ, ახლა ვითომ "ბეტეერი" ქალები, მაგრამ აღარ მოდიან. ხომ ხედავთ, რამდენი ვართ, ვინც დაგვიცავს ჩვენ და მთელ ერს. ჩვენ ბევრნი ვართ და ვერავინ ვერ მოგვერევა“, - განაცხადა სანდრა რულოვსმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)