|
2016-09-26 14:30:06, 1951 ნახვა
მსოფლიო
ფრანსუა ოლანდი მოსახლეობას დაპირდა, რომ ხელისუფლება კალეს მიგრანტთა ბანაკს მთლიანად დაშლის
საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი მოსახლეობას დაპირდა, რომ ხელისუფლება კალეს მიგრანტთა ბანაკს მთლიანად დაშლის, - ამის შესახებ ფრანსუა ოლანდმა კალეს პორტში ვიზიტისას განაცხადა. სიტყვით გამოსვლისას ოლანდმა ასევე მოუწოდა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას, კრიზისის დარეგულირებაში თავისი როლი შეასრულოს. საფრანგეთის ლიდერის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ბრიტანეთმა ევროკავშირის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, ეს მას საფრანგეთის მიმართ ვალდებულებებისგან არ ათავისუფლებს. კალე დიდ ბრიტანეთთან ყველაზე ახლომდებარე დასახლებული პუნქტია კონტინენტზე. კალეში მდებარეობს საფრანგეთისა და ბრიტანეთის დამაკავშირებელი მიწისქვეშა გვირაბის ტერმინალი. კალეს მიგრანტთა ბანაკში, რომელიც ცნობილია სახელწოდებით “ჯუნგლი”, 10 ათასამდე არალეგალი მიგრანტი ცხოვრობს. ბევრი მათგანი საფრანგეთიდან დიდ ბრიტანეთში გადასვლას ცდილობს. კალეში ვიზიტისას საფრანგეთის პრეზიდენტი პორტის ადმინისტრაციას და ადგილობრივ პოლიტიკოსებს შეხვდა. 2016 წლის თებერვალში საფრანგეთის ხელისუფლებამ ბანაკის სამხრეთი ნაწილი დაშალა, თუმცა ბანაკში მცხოვრები მიგრანტების რაოდენობა კვლავ გაიზარდა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)