15:40 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-23 13:43:39, 751 ნახვა

პოლიტიკა
გედევან ფოფხაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ბორჯომი-ასპინძის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გედევან ფოფხაძე წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობს.

დეპუტატობის კანდიდატი სოფელ მზეთამზისა და წაღვერის მოსახლეობას შეხვდა. გედევან ფოფხაძე ამომრჩევლებთან შეხვედრაზე “ქართული ოცნების“ მიერ ოთხი წლის მანძილზე განხორციელებულ ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებზე ისაუბრა.

გედევან ფოფხაძემ მოსახლეობას მთის კანონი გააცნო და აღნიშნა, ამ კანონით მაღალმთიან სოფლების მოსახლეობა გარკვეული შეღავათებით ისარგებლებენ.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობის პრობლემები მოისმინა, რომლებიც ძირითადად გზის და სარწყავი წყლის უქონლობას შეეხებოდა. გედევან ფოფხაძე ადგილობრივების პრობლემების მოგვარებას დაპირდა. გედევან ფოფხაძემ ადგილობრივებს არჩევნებში აქტიურობისა და "ქართული ოცნების" მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics