14:46 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-20 12:05:33, 4370 ნახვა

კულტურა
„ფაბრიკა“-ში „8 სეანსის“ პრემიერა გაიმართება

21 და 23 სექტემბერს, 20:00 საათზე - „ფაბრიკა“-ში გაიმართება პრემიერა წარმოდგენისა „8 სეანსი“, რომლის დადგმაც თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით განხორციელდა.

მერიის ინფორმაციით, პროექტის ავტორები არიან გაბრიელ ნაბოლეონ ელბანო და ვერონიკა დოინელი, რეჟისორი გახლავთ გურამ მაცხონაშვილი, მხატვარი ელისაბედ ჭიჭინაძე, ხოლო კომპოზიტორები ნიკა მაჩაიძე და ტუსია ბერიძე.

8 სეანსი - ანუ დღევანდელი მსოფლიოს შესახებ ცოდნის კონსტრუირების თეატრალური მცდელობა - ეს არის საერთაშორისო, ექსპერიმენტული თეატრალური პროდუქტი, რომელიც რეალურ ამბებსა და ინტერვიუებს ეფუძნება. ესაა ისტორიები ადამიანებზე, რომლებიც გარბიან საკუთარი თავისგან და მერე უკან ბრუნდებიან. სპექტაკლის ძირითადი თემებია: ჰომოფობია, ფემიციდი, შიდსი, ტერორიზმი, პროსტიტუცია, თვალთვალი.

პროექტის იდეაა, ექსპერიმენტის ფარგლებში მოხდეს თეატრისა და ადამიანის - როგორც მოქალაქის შეხვედრა, სადაც ისინი ერთმანეთისათვის გასაგებ ენაზე ილაპარაკებენ და ერთმანეთს ყურადღებით მოუსმენენ.

აქ „ბრძოლა“ თანაბარ პირობებში იწყება. აქ არ არიან სტუმრები და მასპინძლები. აქ ყველა პირობითი სიმაღლე მოხსნილია და მაყურებელს გამარჯვების ისეთივე შანსი მიეცემა, როგორც სცენაზე მდგომ წინასწარ მომზადებულ მსახიობს.

დრამა 6 ენაზეა ნათარგმნი და 2016-17-18 წლებში ის 8 სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა თეატრალურ ჯგუფთან ერთად განხორციელდება. პირველი საქართველოა!

(NS)

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics