02:39 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-20 11:04:14, 2105 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირი ყირიმში გამართულ დუმის არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კომისარის განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში 18 სექტემბერს გამართულ დუმის არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს. 

როგორც ფედერიკა მოგერინიმ აღნიშნა, ევროკავშირი ყირიმის უკანონო ანექსიას არ აღიარებს. 

“ევროკავშირი არ აღიარებს რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიას, შესაბამისად არ აღიარებს ყირიმის ნახევარკუნძულზე ჩატარებულ არჩევნებს. ევროკავშირის მხრიდან უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა უცვლელი რჩება”, - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ანალოგიური პოზიცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს გააჩნია. უწყება აღნიშნავს, რომ ევროკავშირის და ეუთო-ს დამკვირვებლები ყირიმის ტერიტორიაზე საარჩევნო პროცესს არ აკვირდებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics