23:29 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 14:33:38, 718 ნახვა

საზოგადოება
ახმეტის მუნიციპალიტეტში აბრეშუმის პარკიდან ძაფის საჩვენებელი ამოხვევა ჩატარდა

ახმეტის მუნიციპალიტეტის  სოფელ ზემო ხოდაშენში აბრეშუმის პარკიდან ძაფის ამოხვევის საჩვენებელი ღონისძიება გაიმართა. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე დავით ფოცხვერიშვილი და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ. 

უწყების ცნობით, ღონისძიების მონაწილეებმა  თუთის  ახლადგაშენებული პლანტაციები დაათვალიერეს და საქართველოში მეაბრეშუმეობის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 

 აღინიშნა,  რომ მომავალი წლისათვის  აბრეშუმის პარკის მოსავლის მნიშვნელოვანი ზრდა იქნება შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ  სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მუშაობის ერთ-ერთ მიმართულებას  თუთის აბრეშუმხვევიას გენოფონდის შენარჩუნება და მეაბრეშუმეობის დარგის აღორძინების ხელშეწყობა წარმოადგენს. 

ცნობისთვის, დღეისათვის,  საქართველოში    მეაბრეშუმეობის  განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებები დაწყებულია და წარმატებით მიმდინარეობს.   დაირგო ასი ათასი ძირი თუთის ნერგი, რომელიც საქართველოში ბიზნესმენმა, ჯიმშერ ჩხაიძემ  შემოიტანა და  მარტივი ტიპის პარკსახვევ ორ დაზგასთან ერთად სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა. 

ერთი  დაზგა და 2000  ძირი თუთის ნერგი,  ახმეტის მეაბრეშუმეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს „აბრეშუმხვევიას“ გადაეცა.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა  ცენტრმა აღნიშნულ კოოპერატივს    100 გ. პირველი ასაკის აბრეშუმის ჭიაც  გადასცა.

მეაბრეშუმეებს კონსულტაციებს ცენტრის სპეციალისტი უწევდა.  ამჟამად,  მიღებული აბრეშუმის პარკის  ახალ პარკსახვევ დაზგაზე ამოხვევა მიმდინარეობს.
(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics