09:30 - 18 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-19 12:37:40, 927 ნახვა

რეგიონი
12:00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში 43,6 ათასზე მეტი ტონა ყურძენი გადამუშავდა

რთველის პროცესი კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 12:00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავდა  43,6 ათასზე მეტი ტონა ყურძენი. აქედან 21 ათასი ტონა რქაწითელი, 20 ათასი ტონა საფერავი,  1,8 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

იქიდან გამომდინარე, რომ რთველი კახეთში აქტიურ ფაზაშია, კვლავ გაიზარდა ყურძნის გადამუშავების დღეღამური მაჩვენებელი  და 5 716 ტონას მიაღწია.  კახეთში ამ ეტაპისთვის გახსნილი ღვინის ქარხნები მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს. ღვინის კომპანიებს ყურძენი უკვე 5 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა.  ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად კახეთის რეგიონის მევენახეებმა შემოსავლების სახით 37,6  მლნ-მდე ლარი მიიღეს.

 გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: გურჯაანი - 15,7  ათასი ტონა, ყვარელი - 10,6  ათასი ტონა, თელავი - 8,6 ათასი ტონა, სიღნაღი - 6,1 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 1,4 ათასი ტონა, ლაგოდეხი -  600 ტონა, საგარეჯო -  488 ტონა და ახმეტა -  292 ტონა. 

ამ ეტაპისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 144 ღვინის კომპანია.  ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 59 ღვინის კომპანია, მათ შორის, 9 სახელმწიფოს მიერ დაქირავებული საწარმო, დანარჩენი კერძო ღვინის კომპანიაა.

ყურძნის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიებში ყურძნის ჩამბარებელ ფიზიკურ პირებზე  სუბსიდია გაიცემა: კახეთის  რეგიონში რქაწითელზე და  კახური მწვანეზე - 1 კგ-ზე  - 0,45 ლარი;  საფერავზე -  1 კგ-ზე - 0,20 ლარი; რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონში მუჯურეთული/ალექსანდროულზე -  1 კგ-ზე - 2 ლარი.

დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.

რთველის მიმდინარეობის დინამიკა შეგიძლიათ იხილოთ ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე http://georgianwine.gov.ge/statistic  და http://rtveli2016.gov.ge/statistic .

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისი პრაიდი: "ოცნებამ" სცადა, ქვიარ ადამიანები საზოგადოებრივი ცხოვრებიდან გავექრეთ
SJC: 17 მაისი საქართველოში „ოჯახის“ იდეის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციის სიმბოლური დღეა
ელენე ხოშტარია - ხალხის სიმრავლე და ვერც დრო, ვერ წაშლის 2013 წლის 17 მაისს ჩადენილ ბოროტებას
შიო მესამე - თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც არის, მაგალითად, აბორტი, მაშინ ბედნიერებას ვერ ააშენებ, განწირულია ასეთი ოჯახი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics