|
2016-09-19 10:38:57, 1874 ნახვა
მსოფლიო
პუტინი: არჩევნებზე "ედინაია რასიას" შედეგი მოსახლეობის სტაბილურობისადმი სწრაფვაზე მეტყველებს
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ის კმაყოფილია შედეგით, რომელიც დუმის არჩევნებზე პარტია “ედინაია რასიამ” აჩვენა, - ამის შესახებ სააგენტო Interfax-ი ავრცელებს. პუტინი მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის შედეგი მეტყველებს მოსახლეობის სტაბილურობისადმი სწრაფვაზე. . “ვითარება მარტივი არ არის და ხალხს სურს, რომ საზოგადოებაში, პოლიტიკურ სისტემაში იყო სტაბილურობა. ადამიანებს სურთ, იგრძნონ, რომ ქვეყანის პოლიტიკურ, საპარლამენტო სფეროში ვითარება საიმედოა”, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. ამასთან, ვლადიმირ პუტინმა აღიარა, რომ წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით მოსახლეობის აქტივობა მაღალი არ ყოფილა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის შეფასებით, 18 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 40 პროცენტზე ნაკლები იყო. 2011 წელს ეს მაჩვენებელი 50 პროცენტს შეადგენდა. რუსეთის პრემიერმა დიმიტრი მედვედევმა, არჩევნების შედეგებს კარგი უწოდა. შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, “ედინაია რასია” ხმების 54 პროცენტზე მეტს აგროვებს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)