|
2016-09-16 13:17:28, 2155 ნახვა
მსოფლიო
მერკელი: ევროკავშირი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება
ევროკავშირი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბრატისლავაში ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტის დაწყებამდე განაცხადა. კანცლერის განცხადებით, ერთი სამიტისგან ევროპის ყველა პრობლემის მოგვარება მოსალოდნელი არ არის. “ჩვენ კრიტიკულ მდგომარეობაში ვიმყოებით. მოქმედებებით უნდა ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია, ვიყოთ უკეთესები უსაფრთხოების, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის, ეკონომიკური ზრდისა და შრომის ბაზრის საკითხებში”, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა. “ჩვენ განვიხილავთ ბრატისლავას დეკლარაციას და ვიმედოვნებ, რომ მის შეთანხმებას შევძლებთ. თუმცა საუბარი არ არის, რომ ყველა პრობლემის გადაწყვეტილება ერთ შეხვედრაზე ვიპოვოთ”, აღნიშნა მერკელმა. მერკელის თქმით, ევროკავშირის ლიდერები მიგრაციის საკითხებს განიხილავენ. “ყველა ამ საკითხზე წლის ბოლომდე ვიმუშავებთ და 2017 წლის მარტში, რომის შეთანხმების მე-60 წლისთავამდე ჩვენ კონკრეტული პროგრესის მიღწევა გვსურს”, - განაცხადა მერკელმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)