22:21 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-14 14:14:55, 586 ნახვა

პოლიტიკა
თემურ ხუბულური კარალეთის, ხურვალეთის, შავშვების კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ( თენგიზ) ხუბულური კარალეთის, ხურვალეთის, შავშვების კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდტმა მოსახლეობას პარტიის წინაარჩევნო პროგრამა გააცნო

 „ 2012 წლიდან ჩვენი ხელისუფლება დევნილ მოსახლეობაზე განსაკუთრებით ზრუნავს. ოთხი წლის განმავლობაში იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების მოგვარებისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო დაფინანსება 24 მილიონიდან 84, 7 მილიონამდე გაიზარდა. ხელისუფლება კვლავ გააგრძელებს დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის პოლიტიკას, უახლოვეს მომავალში გორში 480 ოჯახისთვის 8-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა იგეგმება. აქტიურად გაგრძელდება კერძო მესაკუთრეთაგან იმ ფართების გამოსყიდვა , რომელიც დევნილ მოსახლებას აქვს დაკავებული“,-აღნიშნა ხუბულურმა. მისივე ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში სულ მცირე 1500 დევნილი ოჯახი ბინით დაკმაყოფილდება. გარდა ამისა, ხელისუფლება, დევნილთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ხელს შეუწყობს იძულებით გადაადგილებულ პირთა კოოპერატივების ამუშავებას, მცირე სამეწარმეო საქმიანობის განვითარებას. „ მე განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ დევნილების წინაშე. ამიტომ არ დავიშურებ ძალას, ენერგიას, რესურს, რომ თქვენი პრობლემები დროულად მოგვარდეს. თქვენ უნდა იცხოვროთ უკეთეს ქვეყანაში , ამისათვის კი თქვენი თანადგომაა საჭირო“, - განაცხადა თემურ( თენგიზ) ხუბულურმა ამომრჩეველთან შეხვედრისას.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics