19:49 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-13 19:54:52, 1263 ნახვა

პოლიტიკა
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცესკო-ს „მრეწველების“ საარჩევნო რეგისტრაციის აღდგენა დაევალა

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო ბლოკი „თოფაძე-მრეწველები ჩვენი სამშობლოს“ საარჩევნო რეგისტრაციის აღდგენა დაევალა.

მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილის გადაწყვეტილებით, ბათილად არის ცნობილი ცესკოს თავმჯდომარის განკარგულება, რომლის თანახმადაც საარჩევენო ბლოკი „თოფაძე-მრეწველები ჩვენი სამშობლო“ რეგისტრაციიდან მოიხსნა.

შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს დაევალა, გამოსცეს ახალი განკარგულება, რომლის თანახმადაც „თოფაძე-მრეწველები ჩვენი სამშობლო“ საარჩევნო რეგისტრაციაში გატარდება და ასევე გატარდება მისი პროპორციული სია.

მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ორი დღის ვადაში აქვს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ასევე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაეკისრა 100 ლარი საარჩევნო ბლოკ „თოფაძე-მრეწველები ჩვენი სამშობლოს“ სასარგებლოდ, რაც საარჩევნო ბლოკმა სასამართლოში სარჩელის შეტანის მიზნით დახარჯა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics