|
2016-09-13 14:50:28, 1971 ნახვა
მსოფლიო
უკრაინამ შესაძლოა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობაზე უარი თქვას
უკრაინამ შესაძლოა, ევროსაბჭოს საპარლამნეტო ასამბლეაში მუშაობაზე უარი თქვას, თუ ანექსირებულ ყირიმში რუსეთის საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაცია რუსულ დელეგაციასთან თანამშრომლობას გააგრძელებს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პავლო კლიმკინმა ტელეკომპანია ICTV-სთან ინტერვიუში განაცხადა. მინისტრის თქმით, უკრაინა ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობის შეწყვეტას განიხილავს. “ჩვენი პოზიცია მარტივია: თუ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილებას, მაგალითად ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, აღიარებენ, ჩვენ სხვადასხვა ვარიანტს განვიხილავთ, მათ შორის ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობის შეწყვეტას”, - განაცხადა კლიმკინმა. უკრაინის მთავარი დიპლომატის თქმით, ეს ეხება არა მხოლოდ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, არამედ სხვა ორგანიზაციებსაც, როგორიცაა ეუთო, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშომლობის საპარლამენტო ასამბლეა. ამასთან, მისივე თქმით, საერთაშორისო ორგანზიაციებში მომუშავე უკრაინელ დეპუტატებს აქვთ უფლება, თავად მიიღონ გადაწყვეტილება ამ საკითხზე. გარდა ამისა, პავლო კლიმკინი მათ რადიკალური ზომებისკენ მოუწოდებს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)