18:30 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-13 13:01:46, 621 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: უშიშროების საბჭოს მდივანი ჭკუადამჯდარი, სერიოზული და გამოცდილი ადამიანი უნდა იყოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯომარის დავით უსუფაშვილის თქმით, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ჭკუადამჯდარი, სერიოზული და გამოცდილი ადამიანი უნდა იყოს.

როგორც უსუფაშვილმა მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ამ საკითხთან დაკავშირებით მასთან არ უსაუბრია.

„უშიშროების საბჭოს ისეთი მდივანის დანიშვნას ვისურვებდი, რომელიც ნორმალურად ფუნქციონირებას შეძლებს იმ ვითარებაში, რომელშიც ვიმყოფებით. იმედი მაქვს, უარესი გავლილი გვაქვს. უშიშროების საბჭო ძალიან სერიოზული ორგანოა და მისი მდივანი სერიოზული, ჭკუადამჯდარი, გამოცდილი, სიტყვამოვლილი და პოლიტიკურ კამპანიებში ნაკელბად ჩართული ადამიანი უნდა იყოს. ეს საკითხი პრეზიდენტის პრეროგატივაა. მას ჩემთან ამ თემაზე არ უსაუბრია. როგორც ვიცი, შეიძლება დაინიშნოს უშიშროების საბჭოს სხდომა, შესაძლოა ჩემს გარეშე გადაწყდეს ეს მნიშვნელოვანი საკითხი, რადგან უცხოეთში მივემგზავრები“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics