|
2015-03-12 10:22:28, 5649 ნახვა
Lifestyle
დავით სერგეენკო: მედიკამენტებზე ფასების მატების ტენდენცია აღარ არის
ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, მედიკამენტებზე ფასების მატების ტენდენცია აღარ არის და პირიქით, წამლების გაძვირება შემცირებულია. როგორც სერგეენკომ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, თუ რამდენიმე ასეულ მედიკამენტზე 15-20%-იანი ზრდა იყო, ეს ამჟამად შემცირებულია. დავით სერგეენკომ ხაზი გაუსვა "პსპ"-ს მიერ პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე ფასების შემცირებას და აღნიშნა, რომ ამით გარკვეულ სტაბილიზაციას მიაღწიეს. "ფასების მატების ტენდენცია აღარ არის, პირიქით, გაძვირება შემცირებულია.ვგულისხმობ იმას, რომ თუ იყო გამოკვეთილი 15-20%-იანი ზრდა რამოდენიმე ასეულ მედიკამენტზე, ეს ზრდის ტენდენცია შემცირებულია. არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა"პსპ"-ს აშკარად საზოგადოების ინტერესებისკენ გადადგმულ ნაბიჯს, რომლითაც მათ რამოდენიმე ათეულ პირველადი მოხმარების მედიკამენტზე ფასი შეამცირეს და გარკვეულ სტაბილიზაციას მივაღწიეთ",-განაცხადა დავით სერგეენკომ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)