15:51 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-12 15:54:42, 595 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილს გერმანიის ახლადდანიშნულმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველოს პრეზიდენტს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჰაიკე ფაიჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, სახელმწიფოს მეთაურმა ჰაიკე ფაიჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის საკითხებსაც შეეხო.

ახლადდანიშნულმა ელჩმა გიორგი მარგველაშვილს კიდევ ერთხელ დაუდასტურა  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, არაღიარების პოლიტიკის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერა.

საქართველოს პრეზიდენტმა ჰაიკე ფაიჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics