21:14 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-09 12:02:26, 1734 ნახვა

ეკონომიკა
აზიის განვითარების ბანკმა თიბისი ბანკი ვაჭრობის ფინანსირებაში გამარჯვებულ ბანკად დაასახელა

აზიის განვითარების ბანკმა  თიბისი ბანკი ზედიზედ უკვე მეორედ დაასახელა საქართველოში საუკეთესო პარტნიორ ბანკად ვაჭრობის ფინანსირების მიმართულებით.

აღნიშნული ჯილდო სულ 15 პარტნიორ ბანკს გადაეცა, რომლებთანაც ADB ყველაზე აქტიურად თანამშრომლობს ვაჭრობის ფინანსირების პროგრამის ფარგლებში.

"ვაჭრობის ფინანსირების პროგრამა უკვე მეორე წელია ავლენს ჩვენს ყველაზე აქტიურ პარტნიორებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ეს დაჯილდოება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ გამარჯვებულ ბანკებთან თანამშრომლობით, ჩვენ ერთობლივად მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს  ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნაში", - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის ვაჭრობის ფინანსირების ხელმძღვანელმა, სტივენ ბეკმა.

შეფასების საზომი აზიის განვითარების ბანკისთვის 2015 წელსა  და 2016 წლის პირველ ნახევარში ბანკების მიერ შესრულებული ტრანზაქციების რაოდენობა იყო. ვაჭრობის ფინანსირების პროგრამის ფარგლებში, 200-ზე მეტი  პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტისთვის ხდება საიმპორტო და საექსპორტო საქმიანობის ხელშეწყობა.

2009 წლიდან დღემდე ADB-ის ვაჭრობის ფინანსირების პროგრამამ  8 200-ზე მეტ მცირე და საშუალო საწარმოს გაუწია ფინანსური მხარდაჭერა რეგიონში, რისთვისაც  11 800-მდე ტრანზაქცია განახორციელა. პროგრამის ფარგლებში 23,6 მილიარდი აშშ დოლარი გამოიყო და  არაერთი სექტორი დაფინანსდა.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ოპერატორი მიშო მარტაშვილი დაიბარა
პოეტი ტარიელ ჭანტურია გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics