10:20 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-08 22:06:38, 773 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: გასული ოთხი წლის განმავლობაში მოვახდინეთ მნიშვენლოვანი გარდატეხა ქვეყნის ცხოვრებაში

გასული ოთხი წლის განმავლობაში მოვახდინეთ მნიშვენლოვანი გარდატეხა ქვეყნის ცხოვრებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარტია "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა. 

მან საუბარი დაიწყო ეკონომიკის სექტორით, ამ მხრივ გადასადგმელი ნაბიჯებით, რომელიც, მისივე თქმით, თვისობრივად, ხარისხობრივად და ფიზიკურად შეცვლის  ქვეყნის ეკონომიკას. 

"ეს არის მიღწევადი და ამის განხორციელებას ჩვენ ვაპირებთ არჩევნების მეორე დღიდან, თუმცა საწყისი ნაბიჯები უკვე გადადგმულია. ეს გახლავთ 4-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ემყარება იმ საფუძველს, რომელიც გასული ოთხი  წლის განმავლობაში შეიქმნა.  გასული ოთხი წლის განმავლობაში მოვახდინეთ მნიშვენლოვანი გარდატეხა ქვეყნის ცხოვრებაში, ეს არის წნეხისგან გათავისუფლებული ბიზნესი, დაცული საკუთრების უფლება, მეწარმეობის ხელშწყობა, მრავალრიცხოვანი სახელმწიფო პროგრამების საშუალებით. სწორედ ამ საფუძველს ეყრდონობა ის 4-პუნქტიანი გეგმა, რომილს სწრაფი განხორცილებაც მოიტანს ნამდვილ ეკონომიურ გარღვევას და ოთხი წლის თავზე ჩვენ მივიღებთ თვისობრივად სხვა ქვეყანას",-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics