10:20 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-08 18:26:29, 1222 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ ცესკო-ში საარჩევნო სია შეიტანა

„ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ ცესკო-ში საარჩევნო სია შეიტანა.

ცესკო-ში სია პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სია 155 ადამიანისგან შედგება  და სიის პირველი ნომერია პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

„ჩვენ წარვადგინეთ პარტიული სია საპარლამენტო არჩევნებისთვის. ჩვენი სია დაკომპლექტებულია გამორჩეული და ღირსეული პიროვნებებით.  ხშირად ვსაუბრობდით განახლების აუცილებლობაზე, განახლებაც არის ის შედეგი, რომელიც მიღწეულია. ჩვენ დაპირება შევასრულეთ, განახლებული და ძალიან ღირსეული სიით წარვდგებით ამ საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლის წინაშე და ეს იქნება ერთ-ერთი საფუძველი ჩევნი დამაჯარებელი გამარჯვებისა. ჩვენ სიაში 155 კაცია წარმოდგენილი. სიის პირველი და მეორე ნომრები გიორგი კვირიკაშვილი და კახი კალაძე არიან“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღესვე  "ქართულმა ოცნებამ”საარჩევნო სიის პირველი ათეული გაასაჯაროვა. 

სიის პირველ სამეულში არიან გიორგი კვირიკაშვილი, კალხა კალაძე, ირაკლი კობახიძე. 

"ქართული ოცნების" პარტიის პროპორციული სიის პირველი ათეული ასეთია: გიორგი კვირიკაშვილი, კახა კალაძე, ირაკლი კობახიძე, თამარ ჩუგოშვილი, გიორგი გახარია, აკაკი ზოიძე, თამუნა ხულორდავა, რომან კაკულია, სოფო ქაცარავა, ირინა ფრუიძე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics