10:20 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-08 15:54:15, 846 ნახვა

პოლიტიკა
სოსო ცინცაძე: რუსეთის შიშით ნატო-ში არ მიგვიღებენ

ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში სოსო ცინცაძე აცხადებს, რომ ნატო-ს დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ერთ-ერთი გზავნილია, რომ ბრიუსელში ხელისუფლებისთვის სასიამოვნო მესიჯები არ მიდის და ჩვენ დემოკრატიული არჩევნების პირობებს არ ვაკმაყოფილებთ.

როგორც ცინცაძემ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, რუსეთის შიშით საქართველოს ნატო-ში ვერ მიიღებენ.

„ბრიუსელის საქმე ისეა, რომ ძვალი არც ეხვრებოდა და არც ეთმობოდაო. რუსეთის შიშით ნატო-ში ვერ გვიღებენ. ელემენტარულად, არ გვღებულობენ. იციან, რომ ამ ყველაფერს რუსეთი მკვეთრი ნაბიჯებით უპასუხებს და დასავლეთს ამ ყველაფრის თავი არ აქვს. ვფიქრობ, ნატო-ს დელეგაციის ჩამოსვლის კიდევ ერთი მიზეზი, არჩევნებია. როგორც ჩანს, ბრიუსელში ხელისუფლებისადმი არც თუ სასიამოვნო ინფორმაცია მიდის. ისინი თვლიან, რომ ჩვენ დემოკრატიული არჩევნების სტანდარტებს ვერ ვაკმაყოფილებთ. როდესაც გეუბნებიან, რომ გამჭირვალე არჩევნები უნდა ჩაატარო, ეს ნიშნავს, რომ შენი ბოლომდე არ სჯერათ. 26 წელია შევეჩვიეთ, რომ ვინც ევროპიდან ჩამოდის ყველა ჭკუას გვარიგებს. სტოლტენბერგი ვერ გაბედავდა, ნატოში შესვლის წინ, ჩეხეთისთვის და უნგრეთისთვის ჭკუის სწავლება დაეწყო“, - განაცხადა ცინცაძემ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics