10:21 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-08 12:58:30, 742 ნახვა

პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: „რესპუბლიკელებს“ სურდათ, როგორმე დაესუსტებინათ კოალიცია და უსაფრთხოების სამსახური

სამეგრელოში მედიასთან შეხვედრისას ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „რესპუბლიკურ პარტიასთან“ დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ხშირად მათი და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები თანხვედრაში მოდიოდა.

ივანიშვილის თქმით, „რესპუბლიკელები“ ცუდი პარტნიორები იყვნენ.

„„რესპუბლიკელებს“ ჩემგან ბევრი საქებარი სიტყვა შეხვდა. „რესპუბლიკური პარტია“ ძველი პოლიტიკური სუბიექტია, არიან თანმიმდევრულები, დიდ პატივს სცემენ პროცედურულ დემოკრატიას, რაც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია. აქვე იმასაც ვიტყვი თუ რატომ გავაკრიტიკე ეს პარტია. მე გავიხსენებ კოალიციაში „რესპუბლიკელების“ როლს. უსუფაშვილთან ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა და ყველაზე მეტ დროს სწორედ მასთან ვხარჯავდი. დიდი იმედი მქონდა, რომ ისინი საკუთარ გამოცდილებასა და იურიდიულ განათლებას კოალიციაში შეიტანდნენ.  საუბედუროდ, საპირისპირო რამ მოხდა. უფრო მეტიც, ისინი 4 წლის განმავლობაში ცუდი პარტნიორები იყვნენ. ძალიან ბევრ პრინციპულ თემაზე ისინი კოალიციის ოპოზიციაში იყვნენ. მაგალითად, როდესაც უსაფრთხოების სამსახური პოლიციას გამოეყო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო. ამ პარტიას ყავს ძალიან კარგი იურისტები - ხმალაძე, უსუფაშვილი და ა.შ., მაგრამ რა დავინახეთ? მათი ცოდნა საქმის საწინააღმდეგოდ წარიმართა. უსუფაშვილი და ხმალაძე დღეში ორ-ორ კანონპროექტს იგონებდნენ მოსმენებთან დაკავშირებით. დიახ, მოსმენები იყო პრობლემა, მაგრამ დღეს უსაფრთხოების სამსახური მოსმენებს ბოროტად არ იყენებს - ამის არცერთი შემთხვევა არ არის. „რესპუბლიკელებს“ სურდათ, როგორმე დაესუსტებინათ კოალიცია და უსაფრთხოების სამსახური. ასეთი შთაბეჭდილება დატოვეს მათ იურისპუდენციის საკითხებში. იკვეთებოდა დიდი ეჭვი, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „რესპუბლიკელების“ მიზნები თანხვედრაში მოვიდა, რომ უსაფრთხოების სამსახური დაესუსტებინათ. ეს მქონდა მხედველობაში, როდესაც მათზე ვსაუბრობდი“, - განაცხადა ივანიშვილმა

შეგახსენებთ, რომ ივანიშვილი GDS-ის ახალ გადაცემაში სტუმრის სტატუსით მონაწილეობს და ამჯერად, სამეგრელოს რეგიონის მედიის შეკითხვებს პასუხობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics